პერმანენტული მაკიაჟი

პერმანენტულ მაკიაჟს (ტატუაჟს) შეიძლება სამართლიანად ეწოდოს გარღვევა კოსმეტოლოგიის ინდუსტრიაში. მოცემული პროცედურის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კანის ყველაზე ზედა ფენაში შეყავთ მედეგი საღებავი ნივთიერებები. ამგვარად გაკეთებული ტატუაჟი უზრუნველყოფს მკაფიო ნახატს, რომელიც მედეგია სხვადასხვა გარე ზემოქმედების მიმართ. საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდი (რამდენიმე წლამდე) პერმანენტული მაკიაჟი რჩება შეუცვლელი სახით, რაც ქალს აძლევს საშუალებას ყოველდღიურად აღარ წაისვას ჩრდილები, ტუჩის საცხი და ყოველთვის მიანც შესანიშნავად გამოიყურებოდეს.

Перманентный макияж
Anna Ruban

პერმანენტულ მაკიაჟს გააჩნია უამრავი უპირატესობა:

  • ხაზს უსვამს სახის ლამაზ ნაკვთებს და ამასთანავე იდეალურად მალავს გარეგნობის ნაკლოვანებებს.
  • ხაზს უსვამს ბუნებრივ ფორმებს.
  • აკორექტირებს ტუჩების/წარბების/ქუთუთოების არსებულ ფორმას ან ანიჭებს მათ სასურველ ფორმას.
  • წყვეტს სახის ნატიფი/ასიმეტრიული ნაკვთების პრობლემას.
  • იძლევა საშუალებას იყოთ თვალწარმტაცი დღე-ღამის ნებისმიერ დროს, თქვენი ადგილსამყოფელის (პლაჟი, აუზი, საუნა) მიუხედავად.
  • პროფესიული პერმანენტული მაკიაჟი იმდენად მკაფიო და ლამაზია, რომ სახლის პირობებში დეკორატიული კოსმეტიკით მისი შეცვლა უბრალოდ შეუძლებელია.
  • ზოგავს რამდენიმე საათს კვირაში, რომელიც ჩვეულებრივ იხარჯება კოსმეტიკური საშუალებების წასმაზე, შენარჩუნებასა და მოშორებაზე.

ნაირსახეობა

  • წარბების პერმანენტული მაკიაჟი

გულისხმობს წარბების ფორმის ფიქსირებულ კორექტირებას, რომლის მიხედვითაც შემდგომში შესაძლებელია ზედმეტი თმის დამოუკიდებლად ამოწიწკნა სწორი ხაზის შენარჩუნებით. ნახატი კეთდება წარბის მთლიან ფართობზე, რის წყალობითაც იქმნება დაფრქვევის შეგრძნება. სიკაშკაშის დონე რეგულირდება წერტილების რაოდენობით. ფერისა და სიხშირის ხარისხი ასევე დამოკიდებულია შერჩეულ საშუალებასა და გაკეთების ტექნიკაზე.

Перманентный макияж бровей
Anna Ruban

 

  • ქუთუთოების პერმანენტული მაკიაჟი

ჯადოსნური წესით გარდაქმნის ქალის მზერას და ქმნის იდეალურ და გამომხატველ მოყვანილობას. ისრები შეიძლება იყოს როგორც ზედა ქუთუთოზე, ასევე ორივეზე (ზედა და ქვედა). დამატებითი მოტუშვა ქმნის წამწამების სიხშირის ეფექტს.

Перманентный макияж глаз
Anna Ruban

 

  • ტუჩების პერმანენტული მაკიაჟი

ხაზს უსვამს ტუჩების ფორმას, ანიჭებს მოცულობას და ხდის ბუნებრივ ფერს უფრო გაჯერებულს. ამასთანავე შესაძლებელია ტუჩების მკაფიო (ბუნებრივი ფორმის კორექტირების ხარჯზე) ან უფრო მოცულობითი (ამ შემთხვევაში კონტურის გარდა კეთდება მოტუშვაც) კონტურის გაკეთება.

Перманентный макияж губ
Anna Ruban

 

თუ თქვენ გსურთ ყოველთვის გამოიყურებოდეთ თვალისმომჭრელად, მაშინ სილამაზის სალონი «Anna Ruban» beauty studio საქართველოში ქ. ბათუმში გეპატიჟებათ პროფესიულ პერმანენტულ მაკიაჟზე. ჩვენ ვიძლევით გარანტიას სამუშაოს მაღალი ხარისხისა და შესანიშნავი შედეგის შესახებ, რომელიც გაგახარებთ თქვენ და მოხიბლავს თქვენს ახლობლებს.